Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილის წიგნის „ნორმატიული აქტის მომზადების გზამკვლევი“ პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილის წიგნის „ნორმატიული აქტის მომზადების გზამკვლევი“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაცია გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - თამარ ზარანდიამ. დამსწრეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილმა.  

 

წიგნის ავტორმა პრეზენტაციის ფარგლებში მიმოიხილა ნაშრომი, რომელიც ეძღვნება სამართლებრივი რეგულაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  მიმართულებას – ნორმატიული აქტის შექმნის პროცესს.

 

პრეზენტაციის დროს ავტორი შეეხო წიგნში განხილულ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • ნორმატიულ აქტზე მუშაობის დაწყება;
  • კანონშემოქმედებითი ინიციატივის კვლევის მეთოდოლოგია;
  • პროექტის შექმნისა და სამართლებრივი წერის ტექნიკა;
  • სამართლებრივი ენისა და ტერმინოლოგიის ზუსტი გამოყენების ტექნიკა.

 

ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს იურისტებისთვის, კანონმდებლობის  მომწესრიგებელ ორგანოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე სამართლის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც ინტერესდებიან კანონშემოქმედებითი პროცესის სამეცნიერო და პრაქტიკული მხარეებით.